Song: BTS - Born Singer Georgian Translation
Year: 2013
Viewed: 83 - Published at: 8 years ago

[შესავალი: Jungkook / V]
დაბადებიდან მომღერალი ვარ, უბრალოდ ამას ცოტა გვიან გიმხელთ (ვფიცავ, ასეა)
მირაჟი, რომელსაც შორიდან ვუმზერდი, ახლა თვალწინ მაქვს (დიახ, აქ არის)
მე დაბადებიდან მომღერალი ვარ, ეს ნაადრევი აღსარებაა
მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ

[პირველი ვერსი: Suga]
თავდაპირველი ეტაპი, რომელშიც ბანთანის სახელის ქვეშ ვიყავით
ვიხსენებ თუ როგორ ვგრძნობდით თავს სამი წლის წინ, პირველი გამოსვლის დროს
ახლაც არ ვარ მაშინდელი დეგუს გარეუბნის რეპერისგან განსხვავებული, მაგრამ მოყვარული ვიყავი
და პროფესიონალი გავხდი, დამწყები აღარ მეთქმის
როდესაც სცენაზე ვდგავარ, ვრეპავ და ვცეკვავ, რაც ასე ძალიან მინდოდა
თავს ცოცხლად შევიგრძნობ, თუმცა ეს რთული და ძნელია
მე შემიძლია ამას გავუმკლავდე, რადგან მხარს მიჭერთ
მე შემიძლია გავუძლო ტკივილს, რადგან მესმის ჩემს სახელს ყვირიან
მე აიდოლსა და რეპერს შორის ზღვარზე ვდგავარ
და მაინც ჩემი ჩანაწერები რითმებით სავსეა
ლექსებს ვწერ სცენაზე და მის გარეთ
ადრინდელზე უჩვეულოდ გამოვიყურები?
ჯანდაბა, მე ისევ ის ვარ!
რამე შეიცვალა? წადი და უთხარი მათ, რომ
Არაფერი შეცვლილა. მე ისევ ის რეპერი ვარ
დღემდე ისევე ვრეპავ, როგორც 3 წლის წინ. მოვრჩი
[რეფრენი: Jungkook / Jin]
დაბადებიდან მომღერალი ვარ, უბრალოდ ამას ცოტა გვიან გიმხელთ (ვფიცავ, ასეა)
მირაჟი, რომელსაც შორიდან ვუმზერდი, ახლა თვალწინ მაქვს (დიახ, აქ არის)
მე დაბადებიდან მომღერალი ვარ, ეს ნაადრევი აღსარებაა
მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ

[მეორე ვერსი: RM]
გულწრფელად რომ გითხრათ, მეშინოდა იმის დამტკიცება, რასაც ვყვებოდი, მეშინოდა საკუთარი თავის გამოცდის
არ მჯეროდა, რომ ბავშვი რომელიც მხოლოდ წიგნებს და კალმებს იცნობდა, შეძლებდა სამყაროს გაოცებას
მეშინოდა, რომ სამყაროს მოლოდინების წინაშე ასიმეტრიულად ვიდგებოდი
ვშიშობდი, რომ მათ დავაღალატებდი, ვინც მენდობოდა
მხრებში მძიმედ ვსწორდები და სცენაზე პირველად გავდივარ
სუნთქვა მეკუმშება
ადამიანები, რომლებსაც ადრე ვაკვირდებოდი, ახლა თავად მაკვირდებიან
ვისაც ადრე ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა ჩემს ქვემოთაა
აჰ, ამ თამაშმა ძალიან სწრაფად ჩაირბინა, კალეიდოსკოპივით დაიწყო ერთი შემთხვევითი მოქმედება
მხოლოდ 3 წუთი დასჭირდა ჩემი სამწლიანი პრაქტიკის ჩვენებას, ეს იყო სასტიკი ბრძოლა მიკროფონით, სისხლით და ოფლით
და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამი იყო, მე მასში ყველაფერი ჩავდე. მე ნამდვილი ვარ
ჰეი, შენ! რაზე ოცნებობ? ჩემი ოცნება რეპსტარობაა, ნუთუ არ გესმის შეძახილები დარბაზიდან, ჰო, მე შემიძლია შენი აზრების წაკითხვა (uh yeah)
მე შემიძლია შენი აზრების კითხვა, კითხვების გარეშე, უბრალოდ ღიმილით
ჩემი გუნდი უსიტყვოდ მხარს მიჭერს, ზურგზე ხელის მოთათუნებით
როგორც ჩანს ეს გუშინ იყო, მაგრამ უკვე 20 დღე გავიდა
და ნება მიეცით ჰეითერებს ვძულდე, მათი საქმეც ესაა
სანამ თქვენ კლავიატურას ათამაშებდით, მე კარიერა ავიწყვე
სათვალე, თმის სტილი. მე ვიცი რატომაც დამცინით
მაგრამ 20 წლის ასაკში მე თქვენზე უფრო მეტს მივაღწიე
[რეფრენი: V / Jimin]
დაბადებიდან მომღერალი ვარ, უბრალოდ ამას ცოტა გვიან გიმხელთ (ვფიცავ, ასეა)
მირაჟი, რომელსაც შორიდან ვუმზერდი, ახლა თვალწინ მაქვს (დიახ, აქ არის)
მე დაბადებიდან მომღერალი ვარ, ეს ნაადრევი აღსარებაა
მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ

[მესამე ვერსია: J-Hope]
გაგონდებათ თუ არა ის დრო, რაც გამოვიარეთ
ეს სამი წელი თითქოს ერთნი ვიყავით
ჩვენი უკიდურესად რთული დღეები, მასველებენ
გამოსვლის შემდეგ თვალებიდან ცრემლები მცვიოდა
ყოველ ჯერზე ვიფიცებ, რომ არ დავივიწყებ ჩვენს თავდაპირველ მიზანს
და იცოდე, რომ მე არ მრცხვენია იმის, თუ თავიდან როგორი ვიყავი
ასე რომ წავედით, წავედით, წავედით
უფრო მაღლა, უფრო მაღლა და უფრო მაღლა

[შესავალი: ყველა]
დაბადებიდან მომღერალი ვარ, უბრალოდ ამას ცოტა გვიან გიმხელთ (ვფიცავ, ასეა)
მირაჟი, რომელსაც შორიდან ვუმზერდი, ახლა თვალწინ მაქვს (დიახ, აქ არის)
მე დაბადებიდან მომღერალი ვარ, ეს ნაადრევი აღსარებაა
მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ
Yeah, yeah, yeah~

( Genius Translations )
www.ChordsAZ.com

TAGS :