Song: მწვანე კონცხი / Mtsvane Kontskhi
Artist:  Koleqtivi
Year: 2021
Viewed: 42 - Published at: 3 years ago

ბილიკი შევნიშნე შევედი სიღრმეში
შენ რაღაც მანიშნე გავხედე ზღვას
კანონი დაირღვა, ბუნება იმსჯელებს
აქ მყუდროდ იგრძნობდა თვითმკვლელი თავს

ჩემია, შენია, ვინ შეგქმნა მასეთი
გემები, გველები დაგდიან თავს

ბერძნული თაღები მღერიან ნიღბებზე
ლათინურს მასწავლის დამშრალი ტბა
რამდენი ხანია, არ გამიგონია
ტყეებში მცხოვრები მეგობრის ხმა

შენ იცი, მე ვიცი, ვერ გავთქვამთ სიმართლეს
შენ გახსოვს, მე მახსოვს, აქვეა გზა

ბილიკი შევნიშნე შევედი სიღრმეში
შენ რაღაც მანიშნე გავხედე ზღვას
კანონი დაირღვა, ბუნება იმსჯელებს
აქ მყუდროდ იგრძნობდა თვითმკვლელი თავს
ამ უღრან ტყეში გავიდგი ფესვი
ამ უღრან ტყეში დავმარხავ თავს x2

( Koleqtivi )
www.ChordsAZ.com

TAGS :