Song: შოთა / Shota
Year: 2011
Viewed: 54 - Published at: 8 years ago

„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების
დიდთა და წვრილთა წყალობა შენაც ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების
უხვად გაეცი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.“

„ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
ვის არ უნახავს პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
ხომ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!“

„გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი
გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი
გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი!
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!“

„ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“

( Niaz Diasamidze )
www.ChordsAZ.com

TAGS :